საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ სტატიას აქვეყნებს.
გამოცემა სპორტული მოედნების ნგრევისა და გაყიდვის სტატისტიკას აქვეყნებს და დასძენს, რომ მონაცემები საგანგაშოა.
„სააკაშვილის ხელისუფლების დროს მხოლოდ თბილისში მოისპო შემდეგი სტადიონები:
სტუდქალაქი (ვაკე) – ერთი დიდი და ერთი პატარა მოედანი; ოქროყანა -1 დიდი მოედანი, ასკ (ავლაბარი) -1 დიდი და 1 პატარა მოედანი; 35-ე სკოლა (ჩუღურეთი) -1 დიდი მოედანი; სპორტის აკადემია (ვაკე)-1 დიდი და 1 პატარა მოედანი, აგრეთვე მძლეოსნობის დარბაზი; „ქარიშხალის“ დარბაზის წინ -1 დიდი მოედანი;
სპორტის სასახლის უკან -1 დიდი მოედანი; ელექტროდეპო-3 მოედანი; ვარკეთილი-1 დიდი მოედანი, უკვე გაყიდული და დასანგრევად გამზადებულია: „სიონის“ სტადიონი (მუხიანი) -2 დიდი მოედანი; „ნორჩი დინამოელი“(დავით ყიფიანის ქუჩა)-3 დიდი და 3 პატარა მოედანი;
„ოლიპმი“ (ჯიქიას ქუჩა)- 1 დიდი და 3 პატარა მოედანი,2 აუზი და 2 სატრენაჟორო დაბაზი;„ფეიქარი“ (ნინუას ქუჩა) -2 დიდი მოედანი; მაუდ- კამვოლის სტადიონი (სამღერეთის ქუჩა) -1 დიდი და 1 პატარა მოედანი; გლდანის 1 მიკრორაიონის სტადიონი; დიღმის მასივი -1 მოედანი მტკვრის სანაპიროზე; “მერანის“ სტადიონი (ბოგდან ხმელნიცკის ქუჩა) -1 დიდი და 2 პატარა მოედანი; „ზეემკას„ სტადიონი (ისანი-სამგორი) -3 დიდი მოედანი; “ზოოვეტის სტადიონი“ -1 დიდი მოედანი; ლეგენდარული მიხეილ მესხის ხელით აშენებული საფეხბურთო სკოლა „ავაზა“;
გიული ალასანიას უნივერსიტეტის სახელით ცნობილი „საქართველოს უნივერსიტეტის“ სტადიონი დასანგრევად არის განწირული და მისი გადარჩენა-არგადარჩენის ამბავი მერიამ დღეს-ხვალ უნდა გადაწყვიტოს.
ამ “განაჩენს“ 200 საბურთალოელი ბავშვი ელოდება, სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ჩვენივე ფულით, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების გასაჯანსაღებლად ააშენეს, სააკაშვილის ხელისუფლების დროს მიღებული დანაშაულებრივი კანონების გამოისობით, ვიღაც კერძო პირების ხელში გადადის და ზედ საცხოვრებელი კორპუსები შენდება.
ამ ბედოვლათებს იმის ჭკუა და შეგნებაც არ ჰყოფნით, რომ შვილებს ჯანსაღი გარემო და სუფთა ჰაერი დაუტოვონ, რა უფლებით ყიდის სტადიონს სააკაშვილის დედა?! ანდა სააკაშვილის დედას “გეპეის“ მთელი კორპუსი რომ აქვს ნაყიდი, ამხელა ქონება საიდან და როგორ ჩაიგდო ხელში?!“,-წერს “ასავალ-დასავალი“.