სამართალი
საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-8 განყოფილების და უბნის ინსპექტორების განყოფილების თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი ელგუჯა ჟ. ცეცხლსასროლი იარაღის და
საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში, პუშკინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, სამი მჭიდი და 19 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.