სამართალი
სუს-მა რადიოაქტიური ნივთიერება „ცეზიუმ 137“–ის გასაღების ფაქტზე ჯგუფი დააკავა

 საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: მირიან , კონსტანტინე . და იოსებ . დააკავეს. აღნიშნული პირები თბილისში, რადიოაქტიული ნივთიერება ცეზიუმ 137 - ის გასხვისებას 100 000 აშშ დოლარად აპირებდნენ, რა დროსაც ისინი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს. ამოღებულია რადიოაქტიული ნივთიერება ცეზიუმ 137.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა განკარგვის მიზნით უკანონოდ შეიძინეს და ქ. თბილისში უკანონოდ, დადგენილი წესების დაუცველად, შეინახეს რადიოაქტიური ნივთიერება - ელემენტ ცეზიუმის რადიოაქტიური იზოტოპი Cs137 (ცეზიუმ 137). აღნიშნული ნივთიერება წარმოადგენს ბირთვული რეაქციის პროდუქტს და რადიოაქტიური (გამა) გამოსხივების დოზის სიმძლავრის და თვით წყაროს რაობის გათვალისწინებით, საქმეზე ჩატარებული რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.