უცხოეთი
საშინელი სექსი, სადო–მაზოხიზმი და მცირეწლოვანი საყვარლები: სრული სიმართლე ლონდონის ხელისუფლებაზე

 საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. ბრიტანეთის პარლამენტის წევრი საიმონ დანცუკი სექს–სკანდალში გაეხვა. აღმოჩნდა, რომ 51 წლის ლონდონელი დენდი სმს–ებით 17 წლის გოგონას რყვნიდა. მისმა ყოფილმა ცოლმა გაზეთ „დეილი მეილს“ საშინელი სიმართლე უამბო.

 სონია როსინგტონის თქმით, მას სრულებით არ გაკვირვებია, როცა შეიტყო, რომ დანცუკი მცირეწლოვნებს რყვნიდა.

 „ის რეალურად ავადმყოფია სექსის თვალსაზრისით. მაიძულებდა მეცემა მათრახით, ჯოხით, მუდმივად მთხოვდა მონაწილეობას მის საზო–მაზო წარმოდგენებში, რომლებსაც შემდგომ ვიდეოზე იღებდა“, – აღიარა სონიამ.

 „მან ჩემი ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად აქცია“, – დასძინა ქალმა.

 აღსანიშნავია, რომ საიმონი ბრიტანეთის პარლამენტის პირველი წევრი როდია, რომელმაც სექს–თავგადასავლებით თავი გამოიჩინა. ბრიტანეთის მედია უკვე წერდა პედოფილების ქსელზე, რომელშიც შედიოდნენ დეპუტატები, მინისტრები, გენერლები და მსხვილი მეწარმეები, რომლებიც მცირეწლოვნებს მრავალი წლის განმავლობაში რყვნიდნენ თავის მდიდრულ აპარტამენტებში. ზოგიერთი ვერსიით, 17 მცირეწლოვანი მოკლული იქნა, რათა სამუდამოდ დაედუმებინათ.