უცხოეთი
კიოლნის თავდასხმის წინ მიგრანტები სექს–შპარგალკებს იმზადებდნენ

 საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. კიოლნის ვაგზალთან ქალზე ახალი წლის ღამეს თავდასხმის წინ, თავდამსხმელებმა გამოიყენეს მუქარებისა და ლანძღვის „შპარგალკები“, რომლებიც არაბულიდან გერმანულად იყო ნათარგმნი.

გერმანულმა პოლიციამ გაავრცელა ნივთიერი მტკიცებულებების ფოტო, რომელიც დაკავებულებს ჩამოართვეს. აღნიშნულ „შპარგალკებზე“  რამდენიმე გამონათქვამი ეწერა: „მინდა გაკოცო“, „მოგკლავ“, „დაგიმახსოვრე“, „დიდი მკერდი“ და „ვხუმრობ“.

პოლიციის ანგარიშში ნათქვამია, რომ ახალი წლის ღამეს, უპირატესად „არაბული და ჩრდილოაფრიკული გარეგნობის“ ათასამდე ახალგაზრდა, ჯგუფებად დაიყო და თავს დაესხა ქალებს.