სამართალი
საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილსა და ჟურნალისტ ელისო კილაძეს სასამართლოში უჩივის. სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკა ბესელიას ადვოკატმა გიგა კვერენჩხილაძემ შეიტანა.
გიგა კვერენჩხილაძის განცხადებით, სასარჩელო მოთხოვნაა, ელისაშვილს და კილაძეს დაევალოთ, გამოაქვეყნონ ის გადაწყვეტილება, რასაც მათ წინააღმდეგ სარჩელზე სასამართლო მიიღებს. "ისინი მედიის მეშვეობით ეკა ბესელიას მიმართ, არაერთ ცილისმწამებლურ განცხადებას აკეთებენ, მათ შორის ადანაშაულებენ ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულების მფარველობაში და ფულის აღებაში. სარჩელით მოვითხოვთ სახელისგამტეხი განცხადებების უარყოფას", - განაცხადა გიგა კვერენჩხილაძემ.