სამართალი
შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე აღკვეთა

 საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით, გოჩა . დანაშაულის ადგილას, ცხელ კვალზე დააკავეს.

 გამოძიებით დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული გოჩა . ყაჩაღურად თავს დაესხა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სლოტ-კლუბვეგასს“, კლუბის დაცვის თანამშრომელს ცეცხლი გაუხსნა და თანხის გატაცებას შეეცადა.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).