პოლიტიკა
”გრეჩიხა”: ჯერ არასდროს...

grechლევან გაჩეჩილაძემ გაზეთ “ასავალ-დასავალში” (20 დეკემბერი, №51) გამოქვეყნებულ წერილს “ასავალ-დასავალის'' ინფორმატორი კულისებიდან გამოდის“ საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა.

გაჩეჩილაძე ჟურნალისტებთან სასაუბროდ 15 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა და მათთან საშუალოდ 4-5 წუთი დაჰყო. “გრეჩიხა”გამოეხმაურა „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის - ჯაბა ხუბუას სენსაციურ პუბლიკაციას, რომელშიც ბადრი ბიწაძე აცხადებს, რომ ''ქართული პარტიის'' ლიდერი ხელისუფლებისგან ფულს ელოდებოდა.

საგანგებო ბრიფინგი ბურჯანაძის ოჯახს უფრო მიეძღვნა, ვიდრე “გრეჩიხას” წინააღმდეგ გახმაურებულ სკანდალურ ბრალდებებს , რადგან მას ბრალდებები დიდად არც უარუყვია; ჟურნალისტებთან საუბრისას გაჩეჩილაძემ, უბრალოდ, განაცხადა: “ჯერ არასდროს მე ოპოზიციის მისამართით აუგი არ მითქვამს, მაგრამ ყველამ კარგად ნახეთ, თუ როგორი ბინძური და ავადმყოფური კამპანიაა ჩემდა ჩემი პარტიის წინააღმდეგ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, რომელსაც ბურჯანაძეების ოჯახი ხელისუფლების ინტერესებისათვის ახორციელებს! მიუხედავად ჩემი მცდელობისა, რომ ბურჯანაძის ოჯახი ოპოზიციის რიგებში ჩამეყენებინა, სამწუხაროდ, ისინი ისეთებად დარჩნენ, როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს... კარგად გახსოვთ – ნინოს რომ უსტვენდნენ მიტინგზე, მე ყველფერს ვაკეთებდი, რომ ის ხალხს მიეღო!”  

სიტყვაძუნწი განცხადების მიუხედავად, „გულის სიღრმემდე შეურაცხყოფილმა“ გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს კითხვის დასმის საშუალება არ მისცა და თავისი „სპიჩის“ დამთავრებისთანავე დატოვა აუდიტორია.