საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიიპ ერდოღანი ისტორიის უცოდინრობაში დაადანაშაულეს. ქვეყნის მეთაურის მიერ მოყვანილი ისტორიული მაგალითები სინამდვილეს არ შეესაბამება და ვერ განმარტავს საქმის ვითარებას, – წერს თურქული მედია.
სკანდალის მიზეზი თურქეთის პრეზიდენტის განცხადება გახდა, სადაც ის აღნიშნავდა, რომ საპრეზიდენტო მმართველობის ეფექტურობისთვის აუცილებელია სახელმწიფო მოწყობის უნიტარული სისტემა.
„უნიტარული მოწყობის სახელმწიფოებში საპრეზიდენტო მმართველობა შესანიშნავად ფუნქციონირებს. ამის მაგალითები არსებობს როგორც დღეს, ასევე ისტორიაში. ამაში თქვენ შეგიძლია დარწმუნდეთ, თუ გადახედავთ მაგალითად, ჰიტლერის გერმანიას“, - განაცხადა 1 იანვარს თურქეთის პრეზიდენტმა.
„თურქეთის პრეზიდენტის სიტყვები ჰიტლერის გერმანიის უნიტარული მოწყობის შესახებ, არ ნიშნავდა ფაშიზმის დადებით შეფასებას“, - ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ერდოღანის სიტყვებმა სკანდალი გამოიწვია.
რფ–ის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რეაგირება მოახდინა ერდოღანის სიტყვებზე ჰიტლერული გერმანიის შესახებ. უწყების ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვას თქმით, თურქეთის პრეზიდენტის ამ გამონათქვამის შემდეგ ბევრი რამ ნათელი გახდა.