საზოგადოება
შინაგან საქმეთა, თავდაცვის მინისტრები და საქართველოს პრეზიდენტი საშობაო ლიტურღიას დაესწრნენ

 საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურღიას დაესწრო. საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.

ქართულ ჯარს შობის დღესასწაული საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიულოცა.

 თინა ხიდაშელი სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მართლმადიდებელ მრევლს შობის დღესასწაული დუშეთიდან მიულოცა.

მარგველაშვილი შობის დღესასწაულს დუშეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდა და საშობაო ლიტურგიას პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან, ერთად დაესწრო.

 "მთელ საქართველოს ვულოცავ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ამ დღეს იბადება ახალი, სიყვარულის, შენდობის, ერთმანეთის დათმენისა და გატანის ემოცია. ყველას გისურვებთ, რომ ეს ემოცია დაბადებულიყოს ჩვენს სულებში. კიდევ ერთხელ, დიდი სიყვარულით გილოცავთ ამ დღესასწაულს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.