პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა დევნილებთან ერთად გუშინ პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ ხელისუფლების მიერ გამოსახლების ვადის 15 იანვრამდე გადაწევა დევნილებისთვის არანაირი შეღავათი არ არის. 15 იანვრის შემდეგაც მათ წასასვლელი არსად ექნებათ.
დევნილებს კახეთისა და სამეგრელოს რეგიონებში საცხოვრებელ ფართებს სთავაზობენ და ვადას 15 იანვრამდე აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ძალით გამოსახლებით იმუქრება. კომპაქტური ჩასახლების 22 ობიექტზე მცხოვრები დევნილები ამის თაობაზე უკვე გააფრთხილეს.