სამართალი
„ჩვენი შეცდომები“ – ნოე რამიშვილის შთამომავლები შს სამინისტროს ესტუმრნენ

 საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. შს სამინისტროს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის პირველი თავმჯდომარისა და პირველი შინაგან საქმეთა მინისტრის ნოე რამიშვილის შვილიშვილი მიშელ რამიშვილი და მისი ოჯახის წევრები ეწვივნენ. სტუმრებს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა უმასპინძლა.

 შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, ნოე რამიშვილის დაბადების 135-ე წლისთავთან დაკავშირებით, შსს-ს აკადემიის მაგისტრანტი თეკლა ყავლაშვილი მინისტრის მადლობის სიგელით დაჯილდოვდა. მიშელ რამიშვილმა აკადემიის წარჩინებულ მაგისტრანტს ფულადი ჯილდო გადასცა.

ნოე რამიშვილის შთამომავლებმა სამინისტროს შენობაში საქართველოს პირველი შს მინისტრის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და სამინისტროს ნოე რამიშვილის უმცროსი შვილის, აკაკი რამიშვილის წიგნი ჩვენი შეცდომები“ საჩუქრად გადასცეს.