საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. გეოგრაფიული მეცნიერებების დოქტორის, მეჩნიკოვის სახელობის ოდესის ნაციონალური უნივერსიტეტის პროფესორის, ინტერნეტპორტალის –„Институт геополитики профессора Дергачёва“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, ეკონომიკური გეოგრაფიის, გეოპოლიტიკისა და რეგიონალისტიკის შესახებ 50 წიგნის ავტორის, ვლადიმერ დერგაჩიოვის ინტერვიუდან ანალიტიკური პორტალი RuBaltic.ru-თვის.
„უკრაინის პოლიტიკურ ველზე მიხეილ სააკაშვილი ერთ–ერთია იმ მცირეთაგან, ვისაც შეუძლია დაუსჯელად გააკრიტიკოს ქვეყნის მთელი ცენტრალური ხელისუფლება. სააკაშვილს კარგი ზურგი აქვს: იმის გამო, რომ დღეს უკრაინა გარე მმართველობის ქვეშაა, იგი აქ აშშ–ის რესპუბლიკური პარტიის ინტერესებს წარმოადგენს. ამიტომ თუკი აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში მომავალ წელს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი გაიმარჯვებს, მოსალოდნელია სააკაშვილის კარიერული ზრდა.
–რა ზეგავლენა მოახდინა სააკაშვილის დანიშვნამ ოდესაში ამ ნახევარზე მეტი წლის განმავლობაში? მისი მმართველობისას მნიშვნელოვნად შეიცვალა თუ არა ოდესა და ოდესის ოლქი?
–ქალაქი სულაც არ შეცვლილა, ქალაქი ვერ შეიცვლება გუბერნატორის შეცვლის გამო. ოდესა– მილიონიანი ქალაქის, რომელსაც ცალკე ბიუჯეტი აქვს. ამიტომ, გუბერნატორის ყველა განცხადება, რომ ის ოდესას შავიზღვისპირეთის დედაქალაქად აქცევს, აბსოლუტური ბლეფია.
შესაძლოა პოსტზე ყოფნის პირველ თვეებში სააკაშვილს ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა უკრაინის კანონმდებლობაზე და არ იცოდა, თუ რა შეუძლია გუბერნატორს. ოდესის ოლქის გუბერნატორი პასუხისმგებელია, ძირითადად სოფლის რაიონებზე და არა თავად ოდესაზე.