პოლიტიკა
საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. ეროვნულმა ბანკმა 5 იანვარს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, გუშინდელი დღიდან 1 დოლარის ოფიციალური ფასი 2.4155 ლარი გახდა. გუშინწინ კი 1 აშშ დოლარი 2.4054 ლარი ღირდა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, გუშინდელი დღიდან ერთი ევროს შეძენა 2.6029 ლარად არისშესაძლებელი, მაშინ, როცა გუშინწინ მოქმედი კურსი 2.6236 ლარს შეადგენდა.