საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. 2015 წლის დეკემბრიდან ლილოს დასახლებაში ფუნქციონირებს ახალი კაპიტალურად აშენებული მიუსაფართა თავშესაფარი, რომელსაც ერთდროულად 240 ბენეფიციარის მომსახურების საშუალება აქვს.
ბენეფიციარები 24-საათიან რეჟიმში იღებენ პირველად ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას და პირველად მედიკამენტებს, მათ ემსახურება 5 სოციალური მუშაკი, ასევე, საჭიროების მიხედვით ფსიქოლოგი.
თავშესაფარში ცალ-ცაკლე ოთახებია გამოყოფილი ქალებისთვის და მამაკაცებისთვის. თითო ოთახში ათი ბენეფიციარია განთავსებული. თავშესაფარი აღჭურვილია სასადილო, სააბაზანო, სამრეცხაო და საშრობი ბლოკებით. ბენეფიციარები უზრუნველყოფილი არიან ორჯერადი სრულფასოვანი კვებით, დღიური კალორაჟით 2 800 კკალორია.
მოქალაქე თავშესაფარში მოსახვედრად უნდა აკმაყოფილებდეს სხვადასხვა კრიტერიუმს: უნდა შეეძლოს თავის მოვლა, არ უნდა ჰქონდეს გადამდები დაავადება, უნდა იყოს თბილისში რეგისტრირებული და უსახლკარო.
თუმცა, რთული მეტეროროლოგიური პირობებისა და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, თბილისის მერია მზადყოფნას გამოთქვამს, თავშესაფარის დროებითი მომსახურება შესთავაზოს თითოეულ მიუსაფარ მოქალაქეს, რომელთა სიცოცხლესაც შესაძლოა შეექმნას საფრთხე.