სამართალი
საქართველო, 7 იანვარი, საქინფორმი. 28 წლის სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. სპორტსმენი ბაკურიანში მთიდან წამოსულ მცირე ზვავში მოჰყვა და ადგილზე გარდაიცვალა.
დიაკონაშვილი ზვავის ჩამოწოლის დროს თხილამურებით სრიალებდა. უბედური შემთხვევა კოხტა გორასადა დიდველს შორის მოხდა. მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შედეგად სნოუბორდისტი გარდაცვლილი იპოვნეს.
ნუგზარ დიაკონაშვილი სნოუბორდის ფედერაციის ბაკურიანის ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ის 2015 წლის საქართველოს სნოუბორდ-კროსის ჩემპიონი იყო. დიაკონაშვილი 2018 წლის კორეის ზამთრის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა.