საზოგადოება
„სიგარეტზე ფასების მატებას აქციზის ზრდასთან კავშირი არ აქვს“ - ფინანსთა სამინისტრო

 საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი.  "ზოგიერთი სიგარეტის სახეობის მნიშვნელოვან გაძვირებასთან არანაირი კავშირი არ აქვს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდას და ჩვენი აზრით, ის ცალსახად უკვაშირდება ბაზარზე ამ სიგარეტის სახეობების მიწოდება მოთხოვნის მოცულობის დისბალანსს", - ამის შესახებ  ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს.

შეგახსენებთ, რომ ახალი წლის შემდეგ, "ფილიპ მორისის" პროდუქციაზე საგრძნობლად მოიმატა ფასებმა, რასაც საზოგადოებაში აჟიოტაჟი მოყვა. ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ იმასაც, რომ აღნიშნული კომპანიის პროდუქცია დეფიციტში მოხვდა, რის გამოც, მაღაზიებმა შემორჩენილი ნაწარმი თვითნებურად გააძვირეს.

საგრძნობლადაა გაზრდილი - პარლამენტ-ის, მარლბორო-ს, ჩესტერფილდი-სა და ელ ემ-ის ღირებულება. ზოგიერთ მაღაზიაში მარლბორო-ს ღირებულება 9 ლარია, პარლამენტის ფასი კი 11.20. ლარს შეადგენს.

"ფილიპ მორისის" საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ფილიპ მორისი ამასთან დაკავშირებით განცხადებას შემდეგ კვირას გაავრცელებს.