საზოგადოება
საბურთალოს რაიონში ახალი სკვერების მოწყობა დასრულდა

 საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. საბურთალოს რაიონის გამგეობამ ჩიქოვანის №30, 34 და 36 კორპუსებში ახალი სკვერების მოწყობა დაასრულა.

ახალ სკვერებში მოპირკეთდა სასეირნო ბილიკები, დაიდგა ადგილობრივი წარმოების, ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან დამზადებული საპარკო ინვენტარი, სკამები, საქანელები და სანაგვე ურნები; მოეწყო დეკორატიული განათების სისტემები.

აღნიშნული ტერიტორია საბურთალოს რაიონის ის ნაწილია, რომელიც 13 ივნისის სტიქიამ ყველაზე მეტად დააზარალა.

პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა ტერიტორიის ლანდშაფტი და დენდროლოგია, რის მიხედვითაც განისაზღვრა ტერიტორიის გამწვანების დეტალები. პარკებში დამონტაჟებულია ავტომატური მორწყვის სისტემა. ამ კორპუსებში, სარდაფის ტიპის ბინებში მცხოვრებმა მოსახლეობამ უკვე მიიღო მერიისაგან კომპენსაცია, არსებული ფართები კი სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა.

სკვერების კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში, საბურთალოს რაიონის გამგეობამ უზრუნველყო ასევე №36 კორპუსის დაზიანებული ფასადის რეაბილიტაცია. აღსანიშნავია, ასევე, ის ფაქტი, რომ სკვერების მოწყობამდე, სამივე კორპუსში ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები, მოეწყო სადრენაჟე სისტემები, რომელიც უზრუნველყოფს გრუნტის წყლების შეკრებას და გატარებას მდინარე ვერეს ხეობაში. საპროექტო სამუშაოები კომპანია „დიზაინ გრუპმა“ შეასრულა, სკვერების მოწყობაზე კი კომპანია „ჯეოპარკმა“ იმუშავა.