აქტუალური
საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. ირანი საქართველოსთვის გაზის მიწოდებას აპირებს და ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, - როგორც ირანული მედია იტყობინება, ამის შესახებ ირანული კომპანია "ნიგეცის" აღმასრულებელმა დირექტორმა ალირეზა კამელიმ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ირანული გაზი საქართველოს სომხეთის გავლით მიეწოდება. "მოლაპარაკებების თანახმად, გაზს საქართველო სომხეთის საზღვარზე მიიღებს", - განაცხადა ალირეზა კამელიმ და დასძინა, რომ გარიგების ხელმოსაწერად, გაზის ექსპორტის გეგმა საქართველოსთვის ეკონომიკურად მომგებიანი უნდა იყოს.
გეგმის თანახმად, საქართველოს დღეში 300-500 მილიონი კუბური ფუტი ირანული გაზი მიეწოდება, რაც საქართველოს ელექტროენერგიის წარმოებას მოხმარდება.