აქტუალური
თოვლის გაწმენდითი სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა

 საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. თოვასთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ცენტრალურ და შიდა გზებზე თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. პრობლემურ ადგილებზე გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობა საგანგებო შტაბის წევრებმა დაათვალიერეს.

 სხვადასხვა გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ამჟამადაც. სამუშაოები მუნიციპალიტეტებში დღესაც, მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

უკვე აღდგენილია მოძრაობა მესტიის მიმართულებით. ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ 30-კმ 70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე დასაშვებია ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახისა ვტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ 71-კმ 188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონეა ვტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გაზის მიწოდება რეგიონში ხორციელდება სტაბილურად. ზუგდიდში გაზი არ მიეწოდება მხოლოდ 4 კორპუს,  მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბები, რომლებიც ამჟამადაც აქტიურად მუშაოებენ, მობილიზებულია სპეცტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, გამართულად მუშაობს ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტი.  

ამჟამად რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტებიდან მხოლოდ მესტიაში თოვს.