პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრმა პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა

 საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღე  მიულოცა. მთავრობის მეთაურმა პატრიარქს დღეგრძელობა უსურვა და ქვეყნისთვის გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

 პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქის დაბადების 83-ე წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტსაც დაესწრო. კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის საშობაო შემოქმედებითი საღამო - „მიყვარხართ", თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა.