საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. პარტია „ბედნიერი საქართველოს“ ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.
„მის უწმინდესობას და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დიდი მოწიწებით ვულოცავ დაბადების დღეს და ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას. მისი უწმინდესობა ის ადამიანია, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში ახალგაზრდებში ღვთის რწმენა და სულიერება გააძლიერა და ის რომ დღეს ასეთი მორწმუნეა ქართველი ერი, ამაში უდიდესი წვლილი ილია მეორეს მიუძღვის; მისი ინიციატივა, რომ ყველა ქართულ ოჯახში დაბადებული ყოველი მესამე შვილის ნათლია გახდებოდა, არის უნიკალური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოს დემოგრაფიული განვითარებისთვის, ეს არის მაგალითი თუ რამდენად ზრუნავს ის საქართველოს მომავალზე და რანდენად სწორედ აფასებს არსებითად მნიშვნელოვან პრობლემებს. მისი უწმინდესობის ღვაწლი განუზომელია და როგორც ერის სულიერი მამა ის ყველა ჩვენთაგანს სწორი და ქრისტიანული ცხოვრების ნამდვილად დიდ მაგალითს გვაძლევს. ვუსურვებ მას დიდ ხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“, – ნათქვამია ჩერნოვეცკის მისალოც წერილში.