უცხოეთი
„ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები თავს დაესხნენ ამერიკულ სამხედრო ბაზას ერაყში

 საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. 15 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 22 დაიჭრა ერაყის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მებრძლების თავდასხმის შედეგად ქალაქ ტიკრიტში.  სამხედრო ბაზაზე იერიში ხუთმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მიიტანა.

ორმა მათგანმა მანქანა ჭიშკართან ააფეთქა, დანარჩენმა სამმა კი თავი იმ ადგილზე აიფეთქა, სადაც სამხედროების  მომზადება ხდება.

მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ტერორისტების განცხადებით, მათი სამიზნე არამეგობარი ქვეყნის არმიის მწვრთნელები არიან.