პოლიტიკა
გადავლენ თუ არა „ქართული ოცნების“ ლიდერები ჩერნოვეცკისთან „ახალ თაობაში“?

 საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძის განცხადებით, კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის, პარტიით მმართველი კოალიციის ბევრი ლიდერია დაინტერესებული. ამის შესახებ დუმბაძემ გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბარში განაცხადა.

 „ამ ხალხის ვინაობას ისევ ვერ დავასახელებ, იმას კი გავამხელ, რომ ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერი დაინტერესებულია ბედნიერი საქართველოთი. მათ მე ყველაფერი გამომკითხეს. ამ ადამიანებთან პირადული საუბარი მქონდა და მათ ვინაობასაც ვერ დავასახელებ.

 ვნახოთ, ვიხილავთ თუ არა ამ ადამიანებს ბედნიერ საქართველოში. დაინტერესება ძალიან დიდია“, – განაცხადა დუმბაძემ.