პოლიტიკა
საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. საკანონმდებლო ორგანო მუშაობას, სავარაუდოდ, 15 იანვარს განაახლებს. კანონმდებლები, საკომიტეტო განხილვების ფორმატში, თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში იმუშავებენ.
მანამდე დეპუტატები შეხვედრას გამართავენ და კომიტეტებში განსახილველ საკითხებზე შეთანხმდებიან. კანონმდებლებმა მეორე და მესამე მოსმენით განსახილველ და ახლად ინიცირებულ კანონპროექტებზე უნდა იმსჯელონ. საგაზაფხულო სესია კი თებერვლის თვეში დაიწყება.