საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი გასულ კვირას, მის მიერ იუსტიციის მინისტრის მისამართით გაკეთებულ სკანდალურ განცხადებაზე განმარტებებს აკეთებს. „პოლიტიკას მოვერიდე, თუმცა საპირისპირო მხრიდან მოვისმინე ზოგადი კომენტარები, მაგალითად იუსტიციის მინისტრის მხრიდან, რომელმაც მიმითითა, რომ ყველამ თავისი ადგილი იცოდესო. მოსამართლეებს აღარ ეშინიათ განცხადებების გაკეთების. მეშინია, რომ რამდენი ქალბატონი თეა გაბრაზდა, იმდენი ახალი კანონპროექტი მიიღო და ბევრი პრობლემატიკის ალბათ სათავეც აქ არის, მაგრამ ამ გაბრაზებულზე ნამდვილად მეშინია იმისი, რომ რამე ისეთი კანონი არ მიიღოს, რომ ვინმეს პირდაპირ არ დაგვიქვემდებაროს უფლებები და სადმე სხვა უწყებას არ დაუქვემდებაროს ეს სისტემა", - აცხადებს ახვლედიანი, რომელიც მურუსიძის საბჭოს წევრად არჩევასაც გამოეხმაურა.
"შეიძლება კარგი მოსამართლე არის, მაგრამ მე ნამდვილად მაინტერესებს იმ სამი არამოსამართლე წევრის დასაბუთება თუ რის საფუძველე დანიშნეს მოსამართლე.... როცა იუსტიციის მინისტრი მსგავს მითითებებს აძლევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა მოიქცეს თავის უწყებაში, მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად არ აქვს ამის უფლება... როცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ესაუბრება იუსტიციის მინისტრი, ჭკუას არ უნდა არიგებდეს",-განაცხადა ახვლედიანმა.