აქტუალური
ივანიშვილი აფრთხილებს: კვირიკაშვილს მარგველაშვილის ქმედებების გააპრავება არ გამოუვა! (ვიდეო)

 საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის მიერ სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის, გარდაცვალების შემდეგ თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვებას სპექტაკლის ნაწილს უწოდებს და ლევან მურუსიძის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე ამბობს, რომ "რა დონეზეც ეს თემა მუსირებს დღეს, რა თქმა უნდა არაფერი ისეთი მსგავსიც კი არ ხდება, როგორც უნდათ ეს თემა წარმოქმნან და ეს სპექტაკლები რაც დაიდგა დაჯილდოვება თუ სხვა".

 ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკითხს კიდევ ერთხელ ეხება და გიორგი მარგველაშვილს საკუთარ უფლებებს კიდევ ერთხელ ახსენებს (ვიდეო იხ. აქ). ივანიშვილის თქმით, ვინც ცდილობს, რომ მარგველაშვილის ქმედებები გააპრავოს, არ გამოუვა“.

 „კვირიკაშვილსაც შევახსენებ და სხვებსაც, ვინც ცდილობს გააპარაონ, რომ არ გამოუვათ. მილიონობით დოლარს ხარჯავს თავისი ხასიათის დაოკების გამო და არ გადადის იქ, რაც გაურემონტეს, ამის გამო საზოგადოება და მეც ვიქნებით ყურადღებით და გვექნება საკრიტიკო ამ საკითხზე ვინც ცდილობენ, რომ გარეთ ცუდი ხმები არ გავიდეს. სახელმწიფოში ყველამ კეთილი ინებოს და კანონს დაემორჩილონ, წაიკითხოს რაც ეკუთვნის ის მიიღოს და ის უფლებები განახორციელოს“, - აღნიშნა ივანიშვილმა.