პოლიტიკა
„ილინოისის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა” - The Daily Illini

 საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. კვირიკაშვილს მინიჭებული აქვს უნივერსიტეტის ფინანსების მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ფინანსების პროფესორი მორგან ლინჯი, რომელიც სტუდენტობისას ასწავლიდა კვირიკაშვილს, სასიამოვნოდ გააკვირვა მისი ყოფილი სტუდენტის დანიშვნამ. ილინოისის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 17 წელია კვირიკაშვილს ურთიერთობა არ გაუწყვეტია პროფესორ ლინჯთან” - წერია "The Daily Illini“ - ს სტატიაში.

 ლინჯს მიაჩნია, რომ კვირიკაშვილის პიროვნულმა თვისებებმა და განათლებამ დიდი როლი შეასრულა მის დანიშვნაში ასეთ მაღალ თანამდებობაზე. „ძალიან ჭკვიანი, ინოვაციური და ენერგიული ადამიანია. არ არის გასაკვირი, რომ ასეთი ადამიანი გახდა პარტიის ლიდერი და პრემიერ-მინისტრი“, - განაცხადა ლინჯმა.
საგარეო საქმეთა მინისტრობის და ეკონომიკის მინისტრობის დროს კვირიკაშვილი ხელს უწყობდა ყველა იმ ინიციატივას, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის განმტკიცებასა და უცხოელი ინვესტორების თვალში ქვეყნის მიმზიდველობის გაზრდას ემსახურება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი გამოთქვამს იმედს, რომ „საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენ დავამკვიდრებთ საქართველოს, როგორც ევროპული ქვეყნის, იმიჯს, რომელიც ამავე დროს არის ხიდი ევროპასა და აზიას შორის“, - წერია სტატიაში.