საქართველო, 31 დეკემბერი, საქინფორმი. დღესავით გაიფრინა ერთმა წელიწადმა... რა მოგვიტანა მან? უკეთესი, უფრო ჭკვიანი და კეთილი გავხდით? ამას მომავალი გვიჩვენებს.
თუმცა ახალ წელს სასწაულების გვჯერა! მოდი, ვისურვოთ, რომ 2016 წელს ყველაფერი ძალზე კარგად იყოს: მდიდრებს ღარიბებისთვის გაეყოთ ქონება, ხელისუფალთ უბრალო ხალხზე ეზრუნოთ, ყველა – ქართველები, რუსები, აფხაზები და ოსები - თითქოსდა ცუდი სიზმრისგან გამორკვეულები, ბოლოსდაბოლოს მივმხვდარიყავით, რომ გასაყოფი არაფერი გვაქვს და წასულების მოხსენიებით, ცრემლმომდგარებს ერთმანეთისკენ გადაგვედგას ნაბიჯი...
შემდეგ კი ეკლესიის წინ მუხლმოყრილებს მშობლიური მიწა დაგვეკოცნოს და ლოცვა აღგვევლინოს უფლისთვის განთიადის, იმედისა და სიყვარულის გამო!
ძვირფასო მკითხველებო! საქინფორმი ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს! მშვიდობა დამკვიდრებულიყოს ჩვენს ოჯახებში, გვფარავდეს უფალი!
ხვალ, პარასკევს, 2016 წლის 1 იანვარს, დასვენების დღეა - საქინფორმი მუშაობას ორშაბათს, 2016 წლის 4 ინვარს, განაახლებს.