აქტუალური
„მნიშვნელოვანია საქართველოს წარმომადგენლობები ჰქონდეს ქვეყნებში, სადაც არაღიარების პრობლემებია"- გიორგი კვირიკაშვილი

 საქართველო, 31 დეკემბერი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში ბევრი რამ არის შესაცვლელი.

 „ძალიან მნიშვნელოვანია წარმომადგენლობები იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენ გვაქვს არაღიარების პრობლემები. ჩვენ კარგად უნდა გავანაწილოთ საელჩოების დატვირთვები, კომერციულად უფრო დიდი მნიშვნელობის მქონე ქვეყნებში და დედაქალაქებში. ამ რეფორმების გეგმაზე ჩვენ ვიმუშავეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს გუნდთან ერთად და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში მიხეილ ჯანელიძე წარმოადგენლს დაწვრილებით კონცეფციას. აქ იქნება ოპტიმიზირების საკითხებიც, დაფინანსების პრიორიტეტების ცვლილების საკითხებიც, რაც შეეხება უსაფრთხოების ოფიცერს, ეს არაა ოდეერი, ესაა საელჩოს ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ადამიანი. ყველა ქვეყანას ჰყავს ასეთი ტიპის თანამშრომელი დიპლომატიურ წარმომადგნლობებში და ეს არ არის ველოსიპედი, რომელიც ჩვენ გამოვიგონეთ. რაც შეეხება დაზღვევის საკითხს, მოვაგვარებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი დიპლომატები არ იყვნენ არასათანადოდ დაფინანსებულები, რომ მათი ცხოვრების პირობები შეესაბამებოდეს იმ დონეს, რაც არის საჭირო“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.