საზოგადოება
"მთავარი ღირებულება მორალია, თუმცა დემოკრატიაც მნიშვნელოვანია" – კახა კალაძე

 საქართველო, 31 დეკემბერი, საქინფორმი. ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში დანიშვნას გამოეხმაურა.

 "გირგვლიანის ტრაგედია თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე იყო. მე მივიღე ეს, როგორც პირადი ტრაგედია. თუმცა, არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც კონკრეტულ ინსტიტუტებს სრული დამოუკიდებლობა აქვს. ის დრო, რომ გარკვეული პოლიტიკური ფიგურები, პიროვნებები, პარტიები ერეოდნენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებებში, წარსულს ჩავაბარეთ. დღეს სასამართლო სრულიად დამოუკიდებელია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები მიიღონ", - განაცხადა კალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, სამწლიანი გამოსაცდელი ვადით აირჩია.