უცხოეთი
„ამერიკელები ყველაფერ იღონებენ, რომ დონბასი უკრაინას დაუბრუნონ!“ – აშშ–ის ელჩი

 საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. „ხარკოვი და ოდესა აღარასოდეს დაბრუნდებიან რუსეთის შემადგენლობაში – უკრაინამ უკვე „დაამარცხა ვლადიმერ პუტინი!“, – ამის შესახებ უკრაინის „პირველ ნაციონალურ“ არხზე, პროგრამა „Prime Time“–ში აშშ–ის ელჩმა ჯეფრი პაიეტმა განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკელები კვლავაც დაეხმარებიან უკრაინას დონბასის „დაკარგული ტერიტორიების“ დაბრუნებაში.

 „თქვენ შეძელით პუტინის დამარცხება. როცა ჯარები დონბასს მიადგნენ, კრემლს სურდა უკრაინის დაპყრობა, სურდა ნოვოროსიის შექმნა, ოდესის ხელში ჩაგდება, უნდოდათ ხარკოვი. ახლა ეს აღარასდროს მოხდება. რაც რუსეთსა და მის მიერ მხარდაჭერილ ბოევიკებს ხელში შერჩათ, ესაა დონბასის პატარა ნაწილი. ყველაფერს ვიღონებთ, რომ ამ ტერიტორიის დაბრუნებაში დაგეხმაროთ“, – განაცხადა პაიეტმა.