პოლიტიკა
საქართველოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძის ბიოგრაფია

 საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. 2015 წლის 29 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა,  რიგგარეშე სხდომაზე, ხმების უმრავლესობით საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილი აამტკიცა, მის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტის წევრებსა (მინისტრებთან) და სამთავრობო პროგრამასთან ერთად. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უცვლელი დარჩა, გარდა საგარეო საქმეთა მინისტრისა: რადგანაც პარლამენტმა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ - მინისტრის პოსტზე დაამტკიცა, ახალ საგარეო საქმეთა მინისტრად მიხეილ ჯანელიძე დაინიშნა, რომლის კანდიდატურა თვითონ გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.

მიხეილ ჯანელიძის ბიოგრაფია

 დაბადების თარიღი 
1981 წლის 29 მარტი

განათლება
2008-2010 - გრენობლის ბიზნეს სკოლა, გრენობლი, საფრანგეთი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრატურა;
2008-2010 - კავკასიის ბიზნეს სკოლა, საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი აღმასრულებელთათვის;
2003-2006 - დიპლომატიური აკადემია, რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართალის ასპირანტურა;
1998-2002 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი
ბაკალავრის ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება
21.09.2015 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
16.12.2011 - 21.09.2015 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო,მინისტრის მოადგილე;
2009 - 2011 - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი;

2009 - შ.პ.ს. “ჯანელიძე და კომპანია”, პარტნიორი;                                     
2007 - 2009 - შპს “ველლაჯიო”, ვისოლ ჯგუფი, მმართველი დირექტორი;
2007 - 08.2007 - ვისოლ ჯგუფი, პროექტის მენეჯერი;
2006 - 2007 - შპს “საერთაშორისო პროექტების დახმარების სერვისი”, ბიზნესის განვითარების მენეჯერი;
07.2003 - 02.2004 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის მთავარი  სპეციალისტი.

სერთიფიკატები
2011 - ვენის ერთობლივი ინსტიტუტი, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური სემინარი, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში;
2011 - ვენის ერთობლივი ინსტიტუტი, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური სემინარი, მომსახურებით ვაჭრობის გენერალური შეთანხმება და მოლაპარაკებები;
2010 - ვენის ერთობლივი ინსტიტუტი, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ტრეინინგი, დოჰას განვითარების პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები;
2007 - საქართველოს სტრატეგიისა და საერთ. ურთიერთობების კვლევის ფონდი, ევროპული ინტეგრაცია;
2007 - მართვის ევროპული უმაღლესი სკოლა, თბილისი, საქართველო, ბიზნესის ადმინისტრირება.

ჯილდოები
18.11.2011 - გადაეცა ღირსების ორდენი

ენები 
ინგლისური, რუსული, გერმანული

ოჯახური მდგომარეობა 
დაოჯახებული