საზოგადოება
რიმა ბერაძემ და საკრებულოს აპარატმა 11 წლის ნიკოლოზ პაპიაშვილს საჩუქრად კომპიუტერი გადასცეს

 საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის თავმჯდომარე რიმა ბერაძემ, ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ მე-6 კლასელ ნიკოლოზ პაპიაშვილს საჩუქრად კომპიუტერი გადასცა.

ნიკოლოზ პაპიაშვილისთვის კომპიუტერის შეძენა, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის შუამდგომლობით, საკრებულოს აპარატმა უზრუნველყო.

გარდა ამისა, საკრებულოს აპარატის და ბიუროს თანამშრომლებმა, სოციალურად დაუცველი მოსწავლის ოჯახს, კომპიუტერთან ერთად, საახალწლო საჩუქრები და სურსათი გადასცეს.

მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ აღნიშნა, რომ 11 წლის ნიკოლოზის  სოციალურად დაუცველ ოჯახს კომპეტენციის ფარგლებში რეგულარულად ეხმარება და საკრებულოს აპარატის უფროსს ელენე დუმბაძეს კომპიუტერის შეძენისთვის მადლობა გადაუხადა.     

 „მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საკრებულოს აპარატის უფროსს ელენე დუმბაძეს. სწორედ  ერთობლივი ძალისხმევით შევძელით ნიკოლოზის გახარება და მისთვის აუცილებელი ნივთის შეძენა“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.