საზოგადოება
არასაპარლამენტო ოპოზიცია ლევან მურუსიძის ახალ თანამდებობას აპროტესტებს

 საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. პოლიტიკური პარტიების თითქმის სრული სპექტრი აპროტესტებს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში ლევან მურუსიძის დანიშვნას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ, როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი გუნდის წევრები და მურუსიძეს პოლიტიკურ ფიგურად განიხილავენ.

არასაპარლამენტო ოპოზიცია აპირებს, კონსულტაციები გამართოს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე საპარლამენტო ოპოზიციასთან და მმართველ გუნდთან.

 „ჩვენ შევიმუშავებთ, როგორც სამართლებრივ, ასევე პოლიტიკურ ფორმებს, საშუალებებს პარლამენტზე, ხელისუფლებაზე, იუსტიციის საბჭოს ამ გადაწყვეტილებაზე ზეწოლით, საკანონმდებლო ბაზის შეცვლის საჭიროებით, რომ არ დავტოვოთ ეს გადაწყვეტილება უყურადღებოდ“,  - განმარტა ახალი მემარჯვენეებისთავმჯდომარემ, მამუკა კაციტაძემ.