საზოგადოება
ირაკლი შიხიაშვილი საქართველოს მასშტაბით რეგიონალური სამმართველოების შემოვლას აგრძელებს

 საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი წლის ბოლოს რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლებსა და ვეტერანებს ხვდება. დირექტორი ბათუმში იმყოფებოდა, სადაც პირველი ჯგუფის ინვალიდ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს საახალწლო საჩუქრები გადასცა. პირადად ეწვია აფხაზეთის ომის ვეტერან თამაზ აბუსერიძეს და მას შობა-ახალი წელი მიულოცა, წლის მანძილზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს ანგარიში ჩააარა და ის პრობლემები მოისმინა, რომელიც ვეტერანებს აქვთ. ირაკლი შიხიაშვილმა მომავალ წელს განსახორციელებელი სამუშაოს შესახებ ისაუბრა.