აქტუალური
„თუ უკეთესი ვერ ვიპოვეთ, ვინც ვართ, ისინი დავრჩებით“ - დავით უსუფაშვილი

 საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. საკანდონემდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ინტერვიუ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და ახალი მთავრობის კომპლექტაციაზე, შეწყალების სკანდალზე, ვიზალიბერალიზაციასა და მმართველი გუნდის საარჩევნო სიაზე კვირის პალიტრას“ მისცა.

 „მთავრობის ახალმა ლიდერმა საზოგადოებას, უპირველესად, უკეთესი მომავლის იმედი უნდა მისცეს. ვისურვებდი, მომავალმა პრემიერმა პარლამენტთან ურთიერთობისთვის მეტი დრო გამონახოს. აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის ურთიერთობის გაღრმავება აუცილებელია. იმედი მაქვს, გიორგი კვირიკაშვილი ამ ნაბიჯს გადმოდგამს და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას პარლამენტის ტრიბუნაზე ერთად შევძლებთ“, - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

 ინტერვიუში დავით უსუფაშვილმა საპარალამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

თუ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ნატოში გაწევრების მომხრე ხარ, პარლამენტში წამოდი - ასეთი მიდგომა უნდა დავივიწყოთ და საკითხებს ჩავუღრმავდეთ. არ დგას საკითხი ისე, რომ მოქმედი დეპუტატებიდან ვიღაცები აუცილებლად უნდა წავიდნენ. თუ უკეთესი ვერ ვიპოვეთ, ვინც ვართ, ისინი დავრჩებით“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი.