აქტუალური
„შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი გირგვლიანის საქმეზე დაკავებულებს იზოლატორში სტუმრობდა“ - იმედაშვილი

 საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. ე.წ. მოდულის შენობაში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორის ყოფილმა დირექტორმა სასამართლოს სკანდალური ჩვენება მისცა. ვახტანგ იმედაშვილმა განაცხადა, რომ 2006 წელს მერაბიშვილთან ერთად იზოლატორში დათა ახალაია, ვასილ სანოძე და შოთა ხიზანიშვილი იმყოფებოდნენ, სადაც მის კაბინეტში სუფრა გაიშალა.

 „ჩემ სამუშაო ოთახში გაშალეს სუფრა. მე გვერდით ოთახი მაქვს. თავად სუფრაზე არ ვყოფილვარ. ერთი ორი საათი იყვნენ და ქეიფობდნენ. ბრალდებულებმა კუდის შენობაში 2 დღე გაატარეს. ამ პერიოდში კუდის მოადგილე სოსო თოფურიძე ჩამოდიოდა დაკავებულებთან, დათა ახალაია შეიძლება დღეში ხუთჯერ შემოსულიყო. მინისტრი საქმის კურსშია, შენი თანამშრომლები კორპუსში არ იქნებიან, იქ იქნება კუდის თანამშრომლები და ისინი მიხედავენ ყველაფერს. საკნები ღია იქნება, არც შენ გაიარო იქითკენო, ასე ამბობდნენ“, – განაცხადა ვახტანგ იმედაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა პროცესზე პროკურორის შეკითხვების ფორმულირება გააკრიტიკა, თუმცა თავად მოწმის დაკითხვაში მონაწილეობა არ მიუღია.