აქტუალური
იუსტიციის საბჭოს წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება და რეფერენდუმის ჩატარებისთვის ბრძოლა იწყება

 საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნის შემდეგ პოლიტიკური ძალები და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები იუსტიციის საბჭოს მოქმედი წევრების უფლებამოსილების შესაჩერებლად ხელმოწერების შეგროვებასა და რეფერენდუმის ჩატარებისთვის ბრძოლას იწყებენ. ისინი 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას და პრეზიდენტისთვის რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნით მიმართვას გეგმავენ.

 „სამოქალაქო აქტივობა გავაძლიეროთ და ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველა გაგვაცურა. ბიძინა ივანიშვილმა თავზე დაგვასვა მურუსიძე. ბიძინა ივანიშვილმა თავზე დაგვასვა სამართლიანი სასამრთლოს მტერი მურუსიძე. ივანიშვილი, რომელიც ამბობდა, რომ სამართლიანი სასამართლოს მომხრე იყო, სასამართლო ფაქტობრივად ჭაობში დატოვა. აქედან გამომდინარე, ყველამ უნდა გაიგოს, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი და ჩვენ რა გვინდოდა და რას მივეცით ხმა. როდესაც ხალხი ამას იტყვის, თვითონ ფეოდალი ბიძინა ივანიშვილიც წავა კომპრომისზე“, - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები კი პარლამენტში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შემავალი არამოსამართლე წევრების უკან გამოთხოვის პროცედურების დაწყებას გეგმავენ.