პოლიტიკა
8-წლიანი პაუზის შემდეგ კოხტას ახალი ტიპის საბაგირო ამოქმედდა

 საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. სახელმწიფომ დააფინანსა ძირითადი საბაზისო ინფრასტრუქტურა, მოაწესრიგა საბაგირო და მისასვლელი გზა. კომპანია „ჯიარდისის“ მიერ კერძო ინვესტიცია განხორციელდა თანამედროვე ალპური სტანდარტებით დაგეგმილი, ფაქტიურად, ახალი დასახლების მშენებლობაში.

 ,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. კოხტასთან არის დაკავშირებული ჩვენი ბავშვობის ყველაზე ტკბილი მოგონებები. ჩვენ აქ დავდექით თხილამურებზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მომავალი თაობა აღნიშნულ სათხილამურო ტრასებზე გაიზრდება და ჯანმრთელობას გაიმყარებს", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა.

სამომავლოდ, საბაგირო გაგრძელდება მიტარბის მხარეზე. ორივე საბაგიროს ძირში კომპანია „ჯიარდისის“ მიერ აშენდება თანამედროვე სასტუმროები, სავაჭრო და გასართობი ცენტრები, ხოლო ბაკურიანში აშენდება დამატებითი ინფრასტრუქტურა სპორტის სხვა სახეობებისთვის.

იგეგმება ბიატლონის ტრასის განვითარება. აღნიშნული პროცესი დაიწყება 2016 წელს.

აშენდება ყინულის დახურული მოედანი ჰოკეისა და კერლინგის, სპორტის ამ ახალი სახეოებების განსავითარებლად. 2016 წელსვე დამონტაჟდება სამთო ციგა „ტობოგანი“.