საზოგადოება
ირაკლი შიხიაშვილის ინიციატივით პირველი ჯგუფის ინვალიდ ვეტერანებს საახალწლო საჩუქრები გადაეცემათ

 საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს მაშტაბით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანებს საახალწლო საჩუქრები ურიგდებათ.  თბილისში ვაკის რაიონში დირექტორის პირველი მოადგილე მიხეილ ხომერიკი მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს ნოე სულაბერიძეს ესტუმრა, ვეტერანის ოჯახს პირადად მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი და საახალწლო საჩუქარი გადასცა.

თბილისში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის  მოადგილე ჯანდრი უბირია აფხაზეთის ომის მონაწილეს სერგეი ხოჯანბერდიევს ესტუმრა, ვეტერანის ოჯახს პირადად მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი და საახალწლო საჩუქარი გადასცა.

თბილისში ვაკის რაიონში დირექტორის მოადგილე ზაზა მესხი მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს შოთა ძამაშვილს სახლში ესტუმრა და პირადად მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი.