აქტუალური
ჰუმანიტარული ოპერაცია მაზარ-ი-შარიფში

 საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში, მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“ დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულმა ჰუმანიტარული ოპერაცია ჩაატარა.

ქართველმა სამხედროებმა სოფლების - კამპშაჰისა და ჰუსეინაბადის ბავშვებს თბილისის 45-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ შეგროვილი სათამაშოები დაურიგეს. ასეულის მეთაური ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და მათი უმთავრესი პრობლემებით დაინტერესდა.

ჰუმანიტარულ ოპერაციაში მონაწილეობდა ასევე გერმანიის ბუნდესვერის კუთვნილი ხუთი ჯავშანმანქანა დინგო 2“.

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში უკვე ხუთი თვეა ჩართულია.