სამართალი
ბუდაპეშტის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა გარდაიცვალა

 საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე დაჭრილი გოგა კვარაცხელია შაბათს დილით გარდაიცვალა. 21 წლის გოგა კვარაცხელია გუშინ საღამოს დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს, მათ შორის ერთ-ერთი თავში. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.