სამართალი
შსს-მ თბილისში ყაჩაღობის ორი ფაქტი გახსნა

 საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ლევან . ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
 გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20 დეკემბერს თბილისში ფარმაცევტული კომპანიაჯი-პი-სი“- აფთიაქი დააყაჩაღა
ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ლევან - აფთიაქის ფარმაცევტს 700 ლარამდე თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ასევე დადგინდარომ ლევან - 18 დეკემბერს, თბილისში, ვანის ქუჩაზე, სასურსათო მაღაზია დააყაჩაღა და მოლარე-ოპერატორს იარაღის მუქარით 100 ლარამდე თანხა გასტაცა.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს 
აღიარებს. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).