რელიგია
საქართველოს პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 38 წლისთავს ულოცავს

 საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი.  „თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ აღსაყდრებიდან 38 წლისთავს. უკვე არაერთი ათწლეულია ხელთ გიპყრიათ ქვეყნის სულიერი ცხოვრების საჭე და ბრძენ მეგზურს წარმოადგენთ ყველა ჩვენგანისათვის.

 ამ  შესანიშნავ დღეს ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებსაც. შინაგანი სიმშვიდე, პიროვნული სრულქმნა, თანამოძმეთა სიყვარული, ქვეყნისათვის მსახურება - ფასეულობები, რომელთაც თქვენი ცხოვრებით ამკვიდრებთუნივერსალურია. ამიტომ თქვენი ღვაწლი ყველა ჩვენგანის საკუთრებაა.

გისურვებთ დღეგრძელობასა და ჯანმრთელ ცხოვრებას იმ დიდი მისიის აღსასრულებლად, რასაც ერის სულიერი მოძღვრობა გაკისრებთ“.

გიორგი მარგველაშვილი

25.12.2015