პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძის ყოფილი თანაგუნდელი რომან კუსიანი "თავისუფალ დემოკრატებში" გადავიდა

tavisufali-demokratebiნინო ბურჯანაძის ყოფილი თანაგუნდელი რომან კუსიანი "თავისუფალ დემოკრატებში" გადავიდა. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა განუცხადა. "რომან კუსიანი უერთდება "თავისუფალი დემოკრატების" რიგებს და ეს არის ჩვენთვის ძალიან კარგი ამბავი. გვიხარია, რომ ის ჩვენს გუნდთან ერთად იბრძოლებს ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნისთვის, რომლის დამკვიდრებასაც ჩვენ ვცდილობთ", - აღნიშნა თეა წულუკიანმა. წულუკიანს არ დაუსახელებია რომან კუსიანის ნინო ბურჯანაძის პარტიიდან წამოსვლის მიზეზები. "ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს გამოცდილება პარტიული სტრუქტურების მშენებლობაში და ის აქტიურად ჩაერთვება ჩვენს საქმიანობაში", - აღნიშნა წულუკიანმა. თავად რომან კუსიანი ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.