უცხოეთი
რუსეთი და ირანი ანგარიშსწორებას ნაციონალურ ვალუტაში არ გამორიცხავენ

 საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთმა და ირანმა ანგარიშსწორება შესაძლოა ნაციონალურ ვალუტებში დაიწყონ, – განაცხადა პროგრამა „Вести в субботу“–თან ინტერვიუში რფ–ის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა დენის მანტუროვმა. „არ გამოვრიცხავთ რუბლი–რიალით ანგარიშსწორებას, იქიდან გამომდინარე, რომ ვაჭრობის მოცულობები გაიზრდება და, შესაბამისად, რუბლი გამოჩნდება ირანულ ბანკებში. ისინი შეძლებენ ანგარიშსწორების მოხდენას ჩვენი პროდუქციისთვის“, – აღნიშნა მანტუროვმა. მისი თქმით, 5 წლის განმავლობაში სავაჭრო მიმოქცევამ ქვეყნებს შორის შესაძლოა 5 მლრდ დოლარი შეადგინოს.