პუბლიკაციები
„ახალი სისხლის

 საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. ჯუმბერ კირვალიძე, პოლიტოლოგი: „პრემიერ–მინისტრის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრმა თ.ხიდაშელმა "ყელმოღერებულმა" განაცხდა: ალბათ, ირაკლიმ ჩათვალა, რომ ახალი სისხლია საჭირო, რათა შემდგომი ცვლილებები გაატაროს ხელისუფლებამო!”.

საინტერესოა, ეს "ახალი სისხლი" მხოლოდ ახალგაზრდა პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ეხება, თუ იქნებ აჯობებს, რომ მინისტრების ნახევარზე მეტიც "ნებით წავიდეს" დაკავებული თანამდებობებიდან, მათ შორის, თავად ხიდაშელი, რომელიც ღარიბაშვილზე გაცილებით "უფროსია" და, ვეჭვობ, დიდი ხანია ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები?! ალბათ, მართებული იქნებოდა, რომ იგი და მის ნაირები ჩანაცვლდენენ, უფრო ახალგაზრდა და კრეატიული კადრებით!

იგივე შეეხება კოლიცია "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობასაც, სადაც "ახალი სისხლი", როგორც ჰაერი ისეა საჭირო, თორემ ამ "პოლიტიკური დინოზავრების" ამარა კოალიციის კრახი გარანტირებულია! დიახ, ირაკლი ღარიბაშვილს უნდა მიბაძონ მინისტრების და პარლამენტარების 2/3, რადგანაც "ახალი სისხლის" გარეშე კოალიცია "ქართული ოცნება" დამარცხდება მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში და დაკარგავს ხელისუფლებას!

4 წლიანი აქტიური პოლიტიკური მხარდაჭერის შემდეგ, აუცილებლად გავხდები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ოპოზიციის უაქტიურესი წევრი, იმ შემთხვევაში, თუ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" პროპორციული სიის სათავეში იქნება "რესპუბლიკური პარტიის" წევრი; თუ კოალიცია "ქართული ოცნების" პროპორციული და მაჟორიტარული სიების კვოტირებისას (დამტკიცებისას) "რესპუბლიკურ პარტიას" მიენიჭება რაიმე უპირატესობა პარტია "ქართულ ოცნებასთან" შედარებით, ანუ უნდა იქნას დაცული პარიტეტი კოალიციის სხვა სუბიექტებს შორისაც.