პოლიტიკა
პრეზიდენტის განკარგულებით, მოვალეობის შესრულება მთავრობის იმავე შემადგენლობას დაეკისრა

 საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი.  საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა პრეზიდენტის განკარგულება, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობის იგივე შემადგენლობას დააკისრა მთავრობის მოვალეობის შესრულება.

 „აქართველოს პრეზიდენტის განკარგულება  N 23/12/01 საქართველოს მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ

 საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 801 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის იმავე შემადგენლობას დაეკისროს მოვალეობის შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე“, – ნათქვამია აღნიშნულ განკარგულებაში.