აქტუალური
“ე.წ. ტერაქტების საქმეებზე მსჯავრდებულები პოლიტპატიმართა სიაში ადვოკატების ინიციატივით მოხვდნენ”- გელა ნიკოლაიშვილი

 საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს.

 „ყველას გვახსოვს, როგორი ზარ-ზეიმით და აჟიოტაჟით დააკავეს ეს ადამიანები. “ენვერის” საქმეზე ფილმიც გადაიღეს, მაგრამ სასამართლოზე ყველაფერი დაინგრა. ეს საქმე მთლიანად პოლიტიკური მოტივით შეიკერა. საქმეში არავითარი მტკიცებულება არ იყო, მოწმეთა ჩვენებები კი, მხოლოდ ღიმილს იწვევდა. დარწმუნებული ვარ, იმ 12 კაციდან აბსოლუტური უმრავლესობა სასჯელს უდანაშაულოდ იხდიდა. ე.წ "კოჭოიას" საქმეზე, ახლადგამოვლენილი გარემოებების გამო, სარჩელი შევიტანეთ და საზოგადოება იანვარში მნიშვნელოვან სიახლეს შეიტყობს”, -აცხადებს  გელა ნიკოლაიშვილი.